აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მდებარეობს აბასთუმანში, მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ),თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.
ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს პროფესორევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჯოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.
აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.
ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულიაილიას სახელმწიფო უნივერსი და იწოდება, როგორც "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია". ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა.
წყაო
No comments:
Post a Comment