გალაქტიკა


     
    გალაქტიკა  ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი არის, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.
   
   ირმის ნახტომი (ჩვენი გალაქტიკა), დისკოსებრი სპირალურ გალაქტიკაა, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკი (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.
ძალიან ცოტაა განცალკევებული გალაქტიკების რაოდენობა. გალაქტიკები ხშირად ერთად ჯგუფდებიან. ზოგიერთი ჯგუფი ორმოცდაათამდე გალაქტიკისაგან შედგება. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიფსური გალაქტიკა.

ჯუჯა გალაქტიკები ერთმანეთს მართლაც უერთდებიან


ასტრონომებმა ჯუჯა გაკლაქტიკები ერთმანეთთან შერწყმის მომენტში აღმოჩინეს.








გამრუდებული გალაქტიკა














გამრუდებული გალაქტიკა






გალაქტიკები

No comments:

Post a Comment